Thursday, February 21, 2013

ექვთიმე თაყაიშვილი ლინგვისტი და რუსთველოლოგი

ექვთიმე თაყაიშვილი ჯერ კიდევ პეტერბურგის უნივერსიტეტში იყო დაინტერესებული ენის საკითხებით.მისი მეგობარი- ნიკო მარიც ხომ ამ განხრით სპეციალიზდებოდა.
ექვთიმე დაინტერესებუი იყო მეგრულ-ჭანური და სვანურით.იგი საფრანგეთში ყოფნის დროსაც დიდ ინტერესს იჩენდა ქართული ენის ისტორიის,ნორმების დადგენისა და სიწმინდის დაცვისათვის.მის არქივში დაცულია ბიბლიოგრაფიული აღვნიშვნები:"ა.შანიძე,ქართული კილოები მთაში".ე"ს.გორგაძე,ახალი სალიტერატურო ენის ისტორიიდან"."მ.ჯავახიშვილი,ახალი სალიტრატურო ენისათვის."
ე.თაყაიშვილი იცნობდა ქართული ენის არა მხოლოდ გურულ კილოს, არამედ ამ ენის სხვა კილოების ლექსიკასაც.
ე.თაყაიშვილს ლინგვისტური მონოგრაფიები არ შეუქმნია,არც ენათმცოდნეობის პრეტენზიები ჰქონდა,მაგრამ მის ისტორიულ-ფილოლოგიურ ნაშრომებში ენათმეცნიერული საკითხებიც პროფესიულადაა განხილული.
რუსთველოლოგი
"სხვა ძეგლთა შორისგანსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი"ვეფხისტყაოსნის"ძველი ხელნაწერების აღმოჩენას..."
ე.თაყაიშვილის უდიდესი უდიდესი დამსახურება რუსთველოლოგიაში დარგის სამკვლევარო ბაზის შექმნაა.საერთო მნიშვნელობით ამას მხოლოდ ვახტანგ VI-ის 1712 წელს "ვეფხისტყაოსნის"გამოცემა სჭარბობს,სხვა ვერაფერი ვერ შეედრება.
ე.თაყაიშვილმა გაარკვია რომ ,ვახტანგის გამოცემა კრიტკულია და არა რომელიმე ხელნაწერის ტექსტის განმეორება.
დიდი გზააბნეულობა სუფებვდა"ვეფხისტყაოსნის"ხელნაწერთა დათარიღების საკითხშიც.ექვთიმემ პირველმა დაადგინა ,რომ პოემის პოემის ჩვენამდე მოღწეული არც ერთი ხელნაწერი არ არის მე-17 საუკუნის პირველ ნახევარზე უფრო ძველი,რომ ყველა ხელნაწერს აქვს ჩანართები და დანართები."
ე.თაყაიშვილი არ იზიარებდა მთელ რიგ მეცნიერთა მოსაზრებებს,(თ.ჟორდანია,ი.აბულაძე)თითქოს "ვეფხისტყაოსნის "სიუჟეტი სპარსულია.შეიძლება ვეფხისტყაოსნის"სიუჟეტი სპარსულია.შეიძლება მსოფლიო პოეზიაში პოემის მსგავსი სიუჟეტი არსებობდა,მაგრამ"არ შემიძლია დავეთანხმო,ვითომც პოემაში გამოყვანილი ტიპები და ხასიათები ქართული არ იყოს;რომ ქართული არ ყოფილიყო ,რომ ვერც ასე სათაყვანებელი გახდებოდა ხალხისთვისო"."პოემაში გამოხატულია ქართველი ერის საშუალო საუკუნეთა იდეალები,და ამიტომაც ეს თხზულებანი ესოდენ შესისხორცებული ჰქონდა ქართულ საზოგადოებას"
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ე.თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ "ვეფხისტყაოსნის "ძველ"ხელნაწერებს.სულ 24 ხელნაწერს მოუყარა თავი,მათ შორის უძველესი იყო  1646 წლის ,რომელიც საზოგადოებამ ვინმე კორინთელისაგან შეიძინა.აღსანისნავია,მეფე გიორგი XI-სათვის მისი მდივნის მიერ გადაწერილი "ვეფხისტყაოსანი".ეს ხელნაწერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით(1680 წლის ხელნაწერი).ექვთიმე ცდილობდა,რასაც აღმოაჩენდა უცვლელად გამოეცა .ქართლში მოგზაურობისას ერთ-ერთ გაპარტახებულ სახლში აღმოაჩინა"ხელმწიფის კარის გარიგება"აღნიშნული ხელნაწერის მიმართაც ასე მოიქცა.
ე.თაყაიშვილის თაოსნობით შეიქმნა ქართული ნუმიზმატიკური კოლექცია.სულ ,მთლიანი ეს კოლექცია შეიცავდა 3883 ცალ ფულის ერთეულს;თეთრი (ვერცხლის) იყო 1081, შავი(სპილენძისა)-2794,ბრინჯაოსი-4.კოლექცია იწყებოდა კოლხური ფულით და მთავრდებოდა რუსულ-ქართული ფულით, რომელთა მოჭრა შეწყდა 1833 წელს.

მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე

1887-1894წწ.ექვთიმე თაყაიშვილი ასწავლიდა თბილისის სათავაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში(ბერძნულ-ლათინურ ენებს,ისტორიას,გეოგრაფიას)
1894-1904წ.წ ზელმძღვანელობდა თბილისის ქართულ სათავაზნაურო გიმნაზიას,რომელიც წარმოადგენდა ქართული ეროვნული განათლების უმთავრეს კერას.
ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწეოდა.იგი გახლდათ ისტორიკოსი,არქეოლოგი,ქართული მწერლობის ისტორიის მვლევარი,დიდი ქართველი მეცნიერი და მამულიშვილი.პროფესორი მიხეილ წერეთელი ასე ახასითებდა ექვთიმე თაყაიშვილს:"ექვთიმე სპეციალობით არც არქელოგი იყო,არც ხელოვნებათა მეცნიერი,არც ისტორიკოსი,არც ქართული ფილოსოფიის სწავლული,მაგრამ იგი ამავე დროს ერთიც იყო და მეორეც,მესამე და მეოთხეც.სიდიადე მისის სულისა სწორედ აქ არის.მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს მეცნიერებანი თვით შეისწავლა.იგი იყო"მოხალისე-მოყვარული",მაგრამ ნამდევილი ბატონი საქართველოს კვლევისა"...
საქარტველოს სამეცნიერო-კულტურუ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1907წ. ე.თაყაიშვილის თაოსნობით დაარსებულმა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ,რომლის მიზანი საქართველოს ისტორიის,მისი ხალხის ყოფა-ცხოვრების,ხელოვნების ძეგლების შესწავლა იყო."უებრო ადამიანი,პირველხარისხოვანი საზოგადო მოღვაწე,ბუმბერაზი მეცნიერი,"-უწოდა ივანე ჯავახიშვილმა ექვთიმე თაყაიშვილს.
ექვთიმე თაყაისვილის  მოღვაწეობას მაღალი შეფასება მისცა რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ.იგი დააჯილდოვეს "დიდი ოქროს მედლით.''
1918წ.26 იანვარს დაარსდა თბილისის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიანიჭა.
ე.თაყაიშვილლი სხვებთან ერთად და დამოუკიდებლადაც არის დამაარსებელი რამდენიმე მუზეუმის,ბიბლიოთეკისა და საზოგადოებისა.
ექვთიმემ იცოდა,რომ ბევრი სამუზეუმო ნივთი იყო შემორჩენილი ოჯახებში,ამიტომ გადაწყვიტა მათი შეკრება და დაცვა.ოჯახებიდან უძველეს ხელნაწერთა შეგროვების გარდა,მათი შესყიდვაც დაიწყო.იგი ადგენდა ხელნაწერთა კატალოგებს.მას განზრახული ჰქონდა საქართველოს მუზეუმისა და ბიბლიოთეკისათვის შენობის აგება,მაგრამ გადაულახავ სიძნელეებს წააწყდა და ეს საქმე გადაიდო.

ექვთიმე თაყაიშვილის ოჯახური წრე

ექვთიმე თაყაიშვილმა 1895 წელს შეირთო თბილისელი იურისტის ივანე პოლიტრაცკის ასული ნინო.ნინოსა და ექვთიმეს ჯვარი ოლღა გურამიშვილმა და ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილმა შეუცვალეს.ილია ჭავჭავაძე მაშინ პარიზში ბრძანებულა და იქიდან გამოუგზავნია მისალოცი ძვირფასი საჩუქარი.
პარიძში შევსებულ ანკეტაში ნინო წერს:"ეროვნებით ქართველი ვარო".
ნინო პოლტორაცკაია მძიმე ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა ს.ლევილში 1931 წლის 8 ივლისს.
"დედ-მამის ხელში ქ-ნმა ნინომ მიიღო ნამდვილი ქართველი ქალის აღზრდა მაღალი სათნოებისა და სიყვარულის.ჯერ სწავლობდა თბილისში,მერე– პარიზში,სადაც მუსიკასაც სწავლობდა და ოქროს მედლით დაჯილდოვებული ,საქართველოში დაბრუნების შემდეგ  ჩინებულ პედაგოგად ითვლებოდა"...იყო "ქმრის  ერთგული თანაშემწე მუშაობაში"...
ნინოს დიდძალი მზითევი მოჰყოლია.მათ შორის მამული ლამისყანაში.
მეუღლის გარდაცვალება ლახვარი იყო ექვთიმესათვის,მაგრამ გამაგრდა და მეუღლის დაბადების და გარდაცვალების თარიღებს  უსახსრობის პირობებშიც კი აღნიშნავდა.,

Wednesday, February 13, 2013

ექვთიმე თაყაიშვილის ბავშვობა და განათლება

ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი დაიბადა 1863 წლის 3 იანვარს ოზურგეთის მაზრის სოფელ ლიხაურში.ოჯახს ვაჟის დაბადება ჩვეულებრივი წესით არ უზეიმია,-თოფი არ გაუსვრიათ,რადგან ბავშვის ავადმყოფი მამა სულს ღაფავდა და იმავე დღეებში გარდაიცვალა.
აზნაური სიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი საზღვრის მცველი ყოფილა მაშინდელ გურია ოსმალეთის საზღვარზე.სამსახურეობრივი მოვალეობის კარგად შესრულების გამო,მას მთავრობის ჯილდოები დაუმსახურებია და სოფელშიც"ჭკიანი,დინჯი,სამართლიანი და ნასწავლი კაცის სახელი ჰქონია მოხვეჭილი."
ექვთიმეს დედა ნინო ნაკაშიძე ლიხაურის მახლობელ სოფელ მაკვანეთიდან ყოფილა.
სულ პატარას მამა გარდაეცვალა,ხუთი წლისას– დედაც."დედის გვერდიდან ავუყვანივარ ბებიას,დედა გარდაცვლილიყო და მე ისიც კი არ ვიცოდი რას ნიშნავადა სიკვდილი,უფრო ის დამამახსოვრდა,რომ ტიროდნენ და ამბობდნენ:რა ეშველება ობლებსო!...
ობლებს ბებია და ახლობლები უვლიდნენ,მაგრამ მან მაინც გამოუსწორელი მარცხი იწვნია;სამი წლისა ხიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა.კარგი ექიმი ვერ გამოუძებნეს და სამუდამოდ დაკოჭლდა,როცა ბავშვებს გააჯავრებდა "კოჭლაბუხას "ეძახდნენ.
ფეხის ადრევე დაზიანების გამო ექვთიმე მთელი ცხოვრების მანძიზე ხელჯოხზე დაყრდნობილი დადიოდა.
7წლის ექვთიმე თაყაიშვილი ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანეს,"მამიდა მაკამ,-იგონებს თვითონ ექვთიმე,-შემიკერა ახალუხი და მაუდის ჩოხა,მიყიდეს წუღები
(მანამდის ფეხშიშველი დავდიოდი)...ეს იყო ბავშვობაში პირველი და უკანასკნელი ხეირიანი ჩაცმა ჩემი:შემდეგ ზამთარ საფხულს "პარუსინის ბლუზის" გარდა არა მცმია რა."სახემძღვანელო წიგნიც არასოდეს არავის უყიდია მისთვის.იგი ამხანაგებს ეხმარებოდა გაკვეთილების მომზადებაში თავადაც სარგებლობდა მათი წიგნებით.
ამ სასწავლებელში დაუახლოვდა ექვთიმე ნიკო მარს.ეს ნაცნობობა შემდეგ მეგობრობაში გადაიზარდა.
1874 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ფოთის სამაზრო სასაწავლებელში ჩაირიცხა,ხოლო შემდეგ სწავლა გააგრძელა ჯერ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ,შემდეგ1883 წელს-პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია- ფილოლოგიის ფაკულტეტზე ბერძნულ ლათინურ ენათა განხრით.
ლიხაურელი ახალგაზრდა ექვთიმესათვის,რომელიც საქართველოს გარეთ არცერთ ქალაქში ნამყოფი არ იყო,რუსეთის იმპერიის სატახტო ქალაქში ცხოვრება ძალიან ბევრს ნიშნავდა."მე იმთავითვე მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა,რადგან პეტერბურგი უფრო ევროპული ქალაქი იყო,ვიდრე მაგალითად, მოსკოვი"
1887 წელს დაასრულა პეტერბურგის უნივერსიტეტის სრული კურსი"ნამდვილი სტუდენტის"ხარისხით."კანდიდატის ხარისხი რომ მოეცათ ყველა საგანში ხუთიანი უნდა მიგვეღო

Tuesday, February 12, 2013

მეცნიერული მუშაობისთვის მარტო ნიჭი და განათლება არ კმარა;რაღაც სხვაცაა საჭირო:ნებისყოფა,შეუპოვრობა,ენერგია და სხვა.....ე.თაყაიშვილი

პროექტის სახელი:"რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ"
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები ცდილობენ მოიპოვონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ;მოიძიებენ ბიოგრაფიულ ცნობებს,ეცნობიან ინფორმაციას ექვთიმეს ოჯახის შესახებ,მათი მიზანია გაიცნონ ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი ყველა სფეროში:მეცნიერებაში,პოლიტიკაში.ეცნობიან მის მიერ აღმოჩენილ უძველეს ხელნაწერებს,აგროვებენ ფოტოებს ექვთიმეს მოგზაურობის შესახებ თურქეთსა და საქართველოში  და აკეთებენ პრეზენტაციას.
მოსწავლეთა ასაკი:11–15 წელი
ადები:1 თვე
პროექტის აქტივობები:მასალების მოძიება ბიბლიოთეკაში,მუზეუმებსა და არქივებში,ინტერნეტში.აკეთებენ ნაპოვნი მასალების გამოფენას.
მოსალოდნელი შედეგები:ფოტოალბომი,ვიდეო მასალა,პრეზენტაცია .ბლოგი
სარგებელი სხვებისთვის:შევქმნათ სრულოფილი ელექტრონული ვერსია პიროვნებისა და საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ,რაც დიდ წვლილს შეიტანს მოსწავლეთა განვითარებაში.
სამუშაო ენა:ქართული ენა
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული –სხვადასხვა საშუალებები :ბიბლიოთეკა,მუზეუმი,ინტერნეტიტ სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება,მსჯელობის უნარის განვითარება,დისკუსიაში მონაწილეობა.
ისტორია:ეპoქისა და იმ საზოგადო მოღვაწეთა გაცნობა,რომლებიც მოღვაწეობდნენ იმ პერიოდში .
ისტ–საინფორმაციო ტექნოლოგიები:ინფორმაციის მოპოვება ,დამუშავება,დახარისხება,პრზენტაციის გაკეთება.
პროექტის ფასილიტატორები:ელენა ჟღენტი,ბაბალე სახელაშვილი(ისტ-ხათუნა ჯინჭარაძე)
ელ-ფოსტა:evtime.tayaishvili@gmail.com
ბლოგი:tayaishvili-33blogspot.com