ექვთიმე დაინტერესებუი იყო მეგრულ-ჭანური და სვანურით.იგი საფრანგეთში ყოფნის დროსაც დიდ ინტერესს იჩენდა ქართული ენის ისტორიის,ნორმების დადგენისა და სიწმინდის დაცვისათვის.მის არქივში დაცულია ბიბლიოგრაფიული აღვნიშვნები:"ა.შანიძე,ქართული კილოები მთაში".ე"ს.გორგაძე,ახალი სალიტერატურო ენის ისტორიიდან"."მ.ჯავახიშვილი,ახალი სალიტრატურო ენისათვის."
ე.თაყაიშვილი იცნობდა ქართული ენის არა მხოლოდ გურულ კილოს, არამედ ამ ენის სხვა კილოების ლექსიკასაც.
ე.თაყაიშვილს ლინგვისტური მონოგრაფიები არ შეუქმნია,არც ენათმცოდნეობის პრეტენზიები ჰქონდა,მაგრამ მის ისტორიულ-ფილოლოგიურ ნაშრომებში ენათმეცნიერული საკითხებიც პროფესიულადაა განხილული.
რუსთველოლოგი
"სხვა ძეგლთა შორისგანსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი"ვეფხისტყაოსნის"ძველი ხელნაწერების აღმოჩენას..."
ე.თაყაიშვილის უდიდესი უდიდესი დამსახურება რუსთველოლოგიაში დარგის სამკვლევარო ბაზის შექმნაა.საერთო მნიშვნელობით ამას მხოლოდ ვახტანგ VI-ის 1712 წელს "ვეფხისტყაოსნის"გამოცემა სჭარბობს,სხვა ვერაფერი ვერ შეედრება.
ე.თაყაიშვილმა გაარკვია რომ ,ვახტანგის გამოცემა კრიტკულია და არა რომელიმე ხელნაწერის ტექსტის განმეორება.
დიდი გზააბნეულობა სუფებვდა"ვეფხისტყაოსნის"ხელნაწერთა დათარიღების საკითხშიც.ექვთიმემ პირველმა დაადგინა ,რომ პოემის პოემის ჩვენამდე მოღწეული არც ერთი ხელნაწერი არ არის მე-17 საუკუნის პირველ ნახევარზე უფრო ძველი,რომ ყველა ხელნაწერს აქვს ჩანართები და დანართები."
ე.თაყაიშვილი არ იზიარებდა მთელ რიგ მეცნიერთა მოსაზრებებს,(თ.ჟორდანია,ი.აბულაძე)თითქოს "ვეფხისტყაოსნის "სიუჟეტი სპარსულია.შეიძლება ვეფხისტყაოსნის"სიუჟეტი სპარსულია.შეიძლება მსოფლიო პოეზიაში პოემის მსგავსი სიუჟეტი არსებობდა,მაგრამ"არ შემიძლია დავეთანხმო,ვითომც პოემაში გამოყვანილი ტიპები და ხასიათები ქართული არ იყოს;რომ ქართული არ ყოფილიყო ,რომ ვერც ასე სათაყვანებელი გახდებოდა ხალხისთვისო"."პოემაში გამოხატულია ქართველი ერის საშუალო საუკუნეთა იდეალები,და ამიტომაც ეს თხზულებანი ესოდენ შესისხორცებული ჰქონდა ქართულ საზოგადოებას"
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ე.თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ "ვეფხისტყაოსნის "ძველ"ხელნაწერებს.სულ 24 ხელნაწერს მოუყარა თავი,მათ შორის უძველესი იყო 1646 წლის ,რომელიც საზოგადოებამ ვინმე კორინთელისაგან შეიძინა.აღსანისნავია,მეფე გიორგი XI-სათვის მისი მდივნის მიერ გადაწერილი "ვეფხისტყაოსანი".ეს ხელნაწერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით(1680 წლის ხელნაწერი).ექვთიმე ცდილობდა,რასაც აღმოაჩენდა უცვლელად გამოეცა .ქართლში მოგზაურობისას ერთ-ერთ გაპარტახებულ სახლში აღმოაჩინა"ხელმწიფის კარის გარიგება"აღნიშნული ხელნაწერის მიმართაც ასე მოიქცა.
ე.თაყაიშვილის თაოსნობით შეიქმნა ქართული ნუმიზმატიკური კოლექცია.სულ ,მთლიანი ეს კოლექცია შეიცავდა 3883 ცალ ფულის ერთეულს;თეთრი (ვერცხლის) იყო 1081, შავი(სპილენძისა)-2794,ბრინჯაოსი-4.კოლექცია იწყებოდა კოლხური ფულით და მთავრდებოდა რუსულ-ქართული ფულით, რომელთა მოჭრა შეწყდა 1833 წელს.
No comments:
Post a Comment