ექვთიმე თაყაიშვილი პლიტიკური მოღვაწეც გახლდათ;-1917 წელი-ეროვნულ-დემოკრატიული პარიის ფუძემდებელი.
1919-21წ.წ.-საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული პარლამენტის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე.
ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და მისი ანექსიის შედეგად საქართველოს პირველმა რესპუბლიკურმა მთავრობამ დატოვა საქართველო.თან წაიღო ეროვნული განძი-გაიტანა საბანკო ვალუტა.განძს მცველად გაჰყვა ე.თაყაიშვილი მეუღლითურთ.
თბილისიდან(1921წ-18-19 თებერვალი) ჯერ ქუთაისში და შემდეგ ბათუმში რის ვაი- ვაგლახით ჩატანილი განძი ძლივს 11 მარტს საფრანგეთის კრეისარ"ერნესტ რენანზე" დაბინავდა. მარშრუტი:კონსტანტინეპოლი-მერსინა-ალექსანდრეტა-ბეირუთი-ბიზერტა.10 მარტს მარსელს მიაღწიეს.ჯერ პარიზში ,ხოლო შემდეგ ლევილში(პარიზიდან 26 კმ)ცხოვრობდნენ.
საჭიროა განძის შედგენილობა გავიხსენოთ;თბილსისა და ქუთაისის სახელმწიფო ხაზინების ვალუტა,აქაური მუზეუმების განძეულობა,უმნიშვნელოვანესი ნივთები ბორჯომის დიდმთავრის სახლისა და ხობის მონასტრის განძეულობიდან,სულ 249 დიდ ყუთში მოთავსდა.სია საქართველოშიც იდო.
ხსენებული 249 ყუთიდან 39 ყუთი ეროვნული განძეულობით ჩაბარდა საფრანგეთის ბანკის მარსელის განყოფილებას.დანარჩენი ზურაბ ავალიშვილსა და იოსებ ელიგულაშვილს(ყოფილი ფინანსთა მინისტრი).1921-1924წ.წ"საბანკო ვერცხლეულობა"(ზოდები)გადაუდნიათ და ლევილში ჟიულ ერის მამული და სახლი შეუძენიათ.
ეროვნული განძით სავსე ყუთების ნაწილი ე.თაყაიშვილის ოთახებში იყო.ეს ყუთები სამშობლოში წამოღებამდე მხოლოდ ერთხელ გახსნილა,როდესაც გერმანელები პარიზში შეჭრილან,ვიღაცის მიერ დასმენილი ე.თაყაიშვილი გაჩხრიკა განძის მაძებარმა სამმა ნაცისტმა."რომელ ოქროულობას ეძებთ ამერიკაში რომ წაიღესო?"-უთქვამს მასპინძელს.მათაც ჰქონიათ განძის შესახებ გაგებული და მოეშვნენ.
ნიუ-იორკისა და ბრიტანეთის მთავრობები საოცარ დაინტერესებას იჩენდნენ ქართული ეროვნული განძის მიმართ.ექვთიმე თავს ევლებოდა და ყველას კატეგორიულ უარს ეუბნებოდა,ვინც კი რაიმე ინტერესს გამოიჩენდა.უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი თაყაიშვილი საკმარისი იყო შელეოდა რამდენიმე ისტორიულ მონეტას და ერთბაშად გახდებოდა დიდი თანხის პატრონი..
მისი მშვენიერი ნინოც ეზიარებოდ გაფაქიზებულ ცხოვრებას,მაგრამ მას მოწამებრივი გზიდან გადახვევა არ შეუძლია.მას ურჩევნია დილ–დილაობით ისევ აძოვებდეს თავის მარჩენალ ფრანგულ თხას რომლის რძე მისთვის და ნინოსთვის არაერთხელ ყოფილა ერთადერთი საკვები მთელი დღის განმავლობაში"
განძს შინაური მტერიც აღმოუჩნდა. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ასული–სალომე დადიანი სასამართლოს ძალით თხოულობდა ქართული საუნჯის იმ ნაწილს, რომელიც ერთ დროს მის საგვარეულოს ეკუთვნოდა.
მოდავემ წააგო სარჩელი, მაგრამ სასამართლომ გამოიტანა დადგენილება:მეანაბრე"მენშევიკების მთავრობა აღარ არსებობს,საქართველოს განძეულობა უპატრონოა"და ეს საუნჯე გადასცეს დოჟონს,რომელსაც აბარია მეფის რუსეთის ქონება საფრანგეთში"საქართველოს განძეულობა ლუვრის საკუთრებად უნდა იქცესო.
სალომე დადიანი–ობოლენსკაიას დამარცხების მთავარი საბუთი იყო დამფუძმებელი კრების 1920წლის 21 დეკემბრის დეკრეტი თავად ნიკოლოზ მინგრელსკის ქონების პატრონის თანხმობით განძის გასახელმწიფოებრიობის შესახებ,მაგრამ ბანკში განძი შეტანილი იყო ემიგრანტული მთავრობის ყოფილი დესპანის აკაკი ჩხენკელის და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ე.გეგეჭკორის სახელებზე,რაკი მათი უფუნქციობის გამ ჩვენი სიმდიდრე დოჟონს მიაბარეს,თაყაიშვილმა დაიწყო მტკიცება,რომ"რომ განძი ეკუთვნის ქართველ ერს და არა ყოფილ მევშევიკურ მთავრობას"
1955წლის 10 აპრილს ყოფილმა მთავრობამ რეზოლუცია დაადო ექვთიმეს განცხადებას,რის საფუძველზეც თაყაიშვილს დაავალეს განძის მეურვეობა.
ზემოთ აღნიშნული განცხადებით,ექვთიმემ გზა გადაუჭრა ყოფილ მთავრობასა და უცხოელებსაც განძის ბედში ჩარეულიყვნენ.
გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა, მაგრამ სულით მაინც არ ეცემოდა თალებიც ასტკივდა...1934 წლის თებერვალში 6დღე არ უსადილია,მარტში 13, მხოლოდ ნახევარი ლიტრი რძითა და პურით არსებობდა,როცა სადილს ჭამდა რძეს არ იღებდა.ეს წლითიწლობით ასე გრძელდებოდა!
No comments:
Post a Comment