Wednesday, February 13, 2013

ექვთიმე თაყაიშვილის ბავშვობა და განათლება

ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი დაიბადა 1863 წლის 3 იანვარს ოზურგეთის მაზრის სოფელ ლიხაურში.ოჯახს ვაჟის დაბადება ჩვეულებრივი წესით არ უზეიმია,-თოფი არ გაუსვრიათ,რადგან ბავშვის ავადმყოფი მამა სულს ღაფავდა და იმავე დღეებში გარდაიცვალა.
აზნაური სიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი საზღვრის მცველი ყოფილა მაშინდელ გურია ოსმალეთის საზღვარზე.სამსახურეობრივი მოვალეობის კარგად შესრულების გამო,მას მთავრობის ჯილდოები დაუმსახურებია და სოფელშიც"ჭკიანი,დინჯი,სამართლიანი და ნასწავლი კაცის სახელი ჰქონია მოხვეჭილი."
ექვთიმეს დედა ნინო ნაკაშიძე ლიხაურის მახლობელ სოფელ მაკვანეთიდან ყოფილა.
სულ პატარას მამა გარდაეცვალა,ხუთი წლისას– დედაც."დედის გვერდიდან ავუყვანივარ ბებიას,დედა გარდაცვლილიყო და მე ისიც კი არ ვიცოდი რას ნიშნავადა სიკვდილი,უფრო ის დამამახსოვრდა,რომ ტიროდნენ და ამბობდნენ:რა ეშველება ობლებსო!...
ობლებს ბებია და ახლობლები უვლიდნენ,მაგრამ მან მაინც გამოუსწორელი მარცხი იწვნია;სამი წლისა ხიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა.კარგი ექიმი ვერ გამოუძებნეს და სამუდამოდ დაკოჭლდა,როცა ბავშვებს გააჯავრებდა "კოჭლაბუხას "ეძახდნენ.
ფეხის ადრევე დაზიანების გამო ექვთიმე მთელი ცხოვრების მანძიზე ხელჯოხზე დაყრდნობილი დადიოდა.
7წლის ექვთიმე თაყაიშვილი ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანეს,"მამიდა მაკამ,-იგონებს თვითონ ექვთიმე,-შემიკერა ახალუხი და მაუდის ჩოხა,მიყიდეს წუღები
(მანამდის ფეხშიშველი დავდიოდი)...ეს იყო ბავშვობაში პირველი და უკანასკნელი ხეირიანი ჩაცმა ჩემი:შემდეგ ზამთარ საფხულს "პარუსინის ბლუზის" გარდა არა მცმია რა."სახემძღვანელო წიგნიც არასოდეს არავის უყიდია მისთვის.იგი ამხანაგებს ეხმარებოდა გაკვეთილების მომზადებაში თავადაც სარგებლობდა მათი წიგნებით.
ამ სასწავლებელში დაუახლოვდა ექვთიმე ნიკო მარს.ეს ნაცნობობა შემდეგ მეგობრობაში გადაიზარდა.
1874 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ფოთის სამაზრო სასაწავლებელში ჩაირიცხა,ხოლო შემდეგ სწავლა გააგრძელა ჯერ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ,შემდეგ1883 წელს-პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია- ფილოლოგიის ფაკულტეტზე ბერძნულ ლათინურ ენათა განხრით.
ლიხაურელი ახალგაზრდა ექვთიმესათვის,რომელიც საქართველოს გარეთ არცერთ ქალაქში ნამყოფი არ იყო,რუსეთის იმპერიის სატახტო ქალაქში ცხოვრება ძალიან ბევრს ნიშნავდა."მე იმთავითვე მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა,რადგან პეტერბურგი უფრო ევროპული ქალაქი იყო,ვიდრე მაგალითად, მოსკოვი"
1887 წელს დაასრულა პეტერბურგის უნივერსიტეტის სრული კურსი"ნამდვილი სტუდენტის"ხარისხით."კანდიდატის ხარისხი რომ მოეცათ ყველა საგანში ხუთიანი უნდა მიგვეღო

No comments:

Post a Comment