Thursday, February 21, 2013

ექვთიმე თაყაიშვილის ოჯახური წრე

ექვთიმე თაყაიშვილმა 1895 წელს შეირთო თბილისელი იურისტის ივანე პოლიტრაცკის ასული ნინო.ნინოსა და ექვთიმეს ჯვარი ოლღა გურამიშვილმა და ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილმა შეუცვალეს.ილია ჭავჭავაძე მაშინ პარიზში ბრძანებულა და იქიდან გამოუგზავნია მისალოცი ძვირფასი საჩუქარი.
პარიძში შევსებულ ანკეტაში ნინო წერს:"ეროვნებით ქართველი ვარო".
ნინო პოლტორაცკაია მძიმე ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა ს.ლევილში 1931 წლის 8 ივლისს.
"დედ-მამის ხელში ქ-ნმა ნინომ მიიღო ნამდვილი ქართველი ქალის აღზრდა მაღალი სათნოებისა და სიყვარულის.ჯერ სწავლობდა თბილისში,მერე– პარიზში,სადაც მუსიკასაც სწავლობდა და ოქროს მედლით დაჯილდოვებული ,საქართველოში დაბრუნების შემდეგ  ჩინებულ პედაგოგად ითვლებოდა"...იყო "ქმრის  ერთგული თანაშემწე მუშაობაში"...
ნინოს დიდძალი მზითევი მოჰყოლია.მათ შორის მამული ლამისყანაში.
მეუღლის გარდაცვალება ლახვარი იყო ექვთიმესათვის,მაგრამ გამაგრდა და მეუღლის დაბადების და გარდაცვალების თარიღებს  უსახსრობის პირობებშიც კი აღნიშნავდა.,

No comments:

Post a Comment