Thursday, February 21, 2013

განძის დაბრუნება საქართველოში

განძის საბოლოოდ საქართველოში დაბრუნება 1944 წლის 23 ნოემბრის,საფრანგეთის პრეზიდენტის შარლ დე გოლის განკარგულებით მოდა (მანამდე ორი ქვეყნის-საჭოთა კავშირისა და საფრანგეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს მოსკოვში,ამ შეხვედრამ გადაწყვიტა ეს საკითხი).ეროვნულ განძს  მცველებად გამოჰყვნენ ყოფილი ტყვეები:ნიკოლოზ მელაძე და თეიმურაზ შავდია.
პარიზიდან 1945 წლის 5 აპრილს გამოფრიდნენ ამერიკული ორი თვითმფრინავით.რომი -ბიზერტა -კაირო -თეირანი -თბილისი.11 აპრილს დაეშვნენ თბილისის აეროდრომზე.
საინტერესოა ერთი დეტალი - პარიზში,გამოფრენის წინ,ყველას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა,რომ ექვთიმე სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებდა...იფიქრეს,იქნებ ნინოს საფლავის მიტოვება ეძნელება,ან ის,რომ ღრმად მოხუცებულს პირველად მოუხდებოდა თვითმფრინავით მგზავრობა?!
ბოლოს ექვთიმე გაუბედავად გამოტყდა:"წარსდგა მშიერი და ვერა ტიტველი" და მაშინღა მიხვდნენ,რომ სამოსელშემოფლეთილ მეცნიერს ეთაკილებოდა საქართველოში ასე გლხაკივით ჩამოსვლა.
აი, როგორაა აღწერილი ქართულ მიწაზე ექვთიმეს ფეხის დადგმა: "მან ზევით აიხედა,ცას შეხედა,მერე დაიღუნა,მარჯვენა ხელით აიღო მიწა და ეამბორა მას".
"82 წლის მოხუცს ამიხდა დიდი ხნის ნატვრა დავუბრუნდი სამშობლოს და დავუბრუნე მას მისი კუთვნილი განძეული"
ე. თაყაიშვილს, 1945 წელს პარიზიდან თბილისში რომ ჩამოფრინდა, დიდ სიხარულთან ერთად, აწუხებდა მეუღლის ნეშტის იქ დარჩენა. ამის გამო მან დაწერა:"82 წლის მოუცს ამიხდა დიდი ხნის ნატვრა, დავუბრუდი სამშობლოს და დავუბრუნე მას მისი კუთვნილი განძეული... მაგრამ გულს მიკლავს ის გარემოება, რომ ჩემი საცოდავი მეუღლე, ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის ერთგული თანამგზავრი, საფრანგეთის მიწაში დამრჩა დამარხული".
ექვთიმე ამას ვერ მოესწრო, მაგრამ ეს აღსრულდა 1987 წლის 22 თებერვალს დღის 2 საათზე ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში ჩატარდა სამოქალაქო პანაშვიდი და ლევილიიდან ჩამოსვენებული ნიოს ნეშტი დაიკრძალა ქმრის საფლავის გვერდით.
ნინოს მამა- ივანე პოლტორაცკი ილიას მეგობარი იყო გიმნაზიიდან. ილიას თვალზე ცრემლი არავის უნახავს; ი.პოლტორაცკის დაკრძალვაზე თურმე ცრემლები "კურცხალ-კურცხალ ჩამოდიოდა"-ო.

No comments:

Post a Comment