Tuesday, April 16, 2013

ექვთიმე თაყაიშვილი, ერისკაცობის ეტალონი


16 იანვარს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საპატრიარქოს ორგანიზებით  დიდი ქართველი მეცნიერის ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების 150 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო კონფერენცია გაიმართა. იუნესკოს ეგიდით 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა  ილია მეორემ აღნიშნა, რომ წმინდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი 2002 წელს წმინდანად შერაცხა:
”ექვთიმე თაყაიშვილმა შეუნახა საქართველოს მომავალ თაობებს ის სულიერი და მატერიალური განძი, რომელიც ღმერთმა მიანდო მას”.
ექვთიმე თაყაიშვილის სახელი საუკუნეებს გაუძლებს და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ზნეობის მაგალთი იქნება,- განაცხადა კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა:
” მან მოახერხა და დაიცვა ბოლშევიკებისგან ჩვენი საგანძური. კარგად მოგეხსენებათ, როგორ გაჭირვებაში ცხოვრობდა ის  წლების განმავლობაში,  საკმარისი იყო  ხელყოფა ოდნავ მაინც ერთი ნივთისთვის  და მას შეეძლო ადამიანურად ეცხოვრა. მან ეს არ იკადრა, მან ამით აჩვენა, რა არის პატიოსნება და რა არის ერისკაცობა. ზუსტად ეს არის ის, რაც ჩვენ გზას გვინათებს დღეს და გვასწავლის, როგორი უნდა იყოს ერისკაცი. მე ვფიქრობ, რომ საუკუნეების განმავლობაში იქნება მანათებელი ჩვენი ერისთვის. თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო, როგორ შეიძლება თავი გადადო საკუთარი სამშობლოსათვის. ვფიქრობ, რომ საუკუნეების განმავლობაში გაუძლებს მსგავსი ადამიანების ღვაწლი. დიდი პატივი მივაგოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ ასეთი ეტალონური ერისკაცობა”.
პოეტ  რეზო ამაშუკელის თქმით საქართველოს თავგანწირული  შვილები დღესაც ჰყავს:
”ვინც მიცნობს იცის, რომ მე რევერანსების გამკეთებელი კაცი არ ვარ და ვერც იმას დამაბრალებს ვერავინ, რომ ვინმეს ვეპირფერები. მე ჭეშმარიტად მიმაჩნია, რომ დღეს ყველაზე თავგანწირული ქართველი არის ივანიშვილი. რომელმაც გადადო ყველაფერი, სიცოცხლის ფასიც კი  თავისი ოჯახის. შეეძლო მშვიდად ეცხოვრა, მაგრამ  ადუღებულ კუპრში ჩარგო თავი.  მწყინს, რომ მის გარშემო რამდენიმე  ღობეზე გადამფრენი ფარშევანგებიც  ჩანან, რომლებსაც უყივლიათ ყოველთვის. მთელი უბედურება იმაშია, რომ ასეთი ფარშევანგები ყოველ დროს ახერხებენ მეფის კარის ბაღში გოგმანს. პირდაპირ ვაცხადებ, რომ მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა ბატონი ბიძინას მიმართ, რომელმაც ჭეშმარიტად იხსნა საქართველო  სამუდამო  გაუბედურებისგან, თუ ქართულ ოცნებას სხვა ოცნებები გაერევა და ამის სიმპტომები არის უკვე, მე ვიქნები  მისი პირველი კრიტიკოსი. და კიდევ ერთი, 1 ოქტომბერს რაც ჩვენ მოვიპოვეთ, ამის დაკარგვის უფლებას არავის მივცემ. მე ჩამოვაყალიბე ორგანიზაცია ”ლაზარე”, 1 ოქტომბერს საქართველო წამოდგა ფეხზე და  ამას  პატრონობა სჭირდება. ჩვენ ვიცავთ ჩვენს  სარწმუნოებას, ჩვენს მენტალიტეტს, ჩვენს ფსიქოლოგიას, ჩვენს წარსულს, ჩვენს ენას, დედაეკლესიას, კათოლიკოს. არავის არ ვებრძვით”.
აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა კონფერენციაზე ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიის სხვადასხვა ეპიზოდები გაიხსენა. შეიძლება ბევრ ადამიანს არ ახსოვდეს, რომ 1953 წელს ექვთიმე თაყაიშვილს უკანასკნელ გზაზე მხოლოდ 40 ადამიანი აცილებდა. პროფესორი, ”დემოგრაფთა ასოციაციის”  პრეზიდენტი ვაჟა ლორთქიფანიძე გვესაუბრება:
”ამერიკის ხმა” – ალბათ ყველას  გულზე მოხვდა , ვინც ამ ფაქტის შესახებ არ იცოდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ 40 ადამიანი აცილებდა ექვთიმე თაყაიშვილს. ასეთი შიში იყო? თქვენი აზრით დღევანდელობასთან შეიძლება რაიმე პარალელების გავლება?
ვაჟა ლორთქიფანიძე – დღევანდელობასთან არა, მაგრამ გუშინდელობასთან კი. ზუსტად იგივე სიტუაცია იყო ოქტომბარდე საქართველოში, ინერგებოდა ბოლო წლების მანძილზე შიში და საკმაოდ დათრგუნული იყვნენ ადამიანები ამ შიშის გამო. ძლიერი რეპრესიებიც იყო,  ბოლო 8-9 წლის მანძილზე სწორედ ასეთივე ატმოსფერო გამოიარა ჩვენმა საზოგადოებამ, მათ შორის მეცნიერებმა სწორედ ასეთი პერიოდი გამოიარეს. თქვენ ალბათ გახსოვთ, გაგახსენებთ, როდესაც 5-6 წლის წინ რობერტ სტურუას კითხეს უცხოეთში ”რა არის, რაც თქვენ გეჩვენებათ საქართველოში რომ შეიცვალა”, მან სწორედ ეს უპასუხა, რომ საქართველოში არის დიდი შიში. იყო ეს დიდი შიში საქართველოში სამწუხაროდ. საბედნიეროდ ახლა უკვე ეს შიში ჩემი აზრით დაძლეულია და ღმერთმა ქნას, რომ ეს საბოლოო იყოს”.
”ექვთიმე თაყაიშვილის მსგავსი ადამიანები ძალიან იშვიათად იბადებიან”- ამბობს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ელიზბარ ჯაველიძე:
”რაც შეეხება მეცნიერებას, ვფიქრობ რომ აკადემიის წევრები  არიან თავდადებული ხალხი, რომელთაც შიოდათ, წყუროდათ, ციოდათ და მაინც თავის საქმეს აკეთებდნენ. დღესაც  აკადემიის ინსტიტუტებში განყოფილების გამგის  ხელფასი არის 120-140 ლარი, ეს არის ტრაგედია, რა თქმა უნდა, მაგრამ მთელი ბედნიერება ჩვენი ის არის, რომ ბუნებით დაბადებული მეცნიერი ამ მატერიალურ მდგომარეობას არ არის გამოკიდებული. მას უფრო სულიერი ცხოვრება, სულიერი სამყარო აინტერესებს”.
ავტორი :  ელენე ბარათაშვილი
მასალის წყარო : http://www.amerikiskhma.com/content/georgia-ekvtime-takaishvili/1587081.html

Thursday, February 21, 2013

ჩვენ შესახებ

მე ,ვერონიკა მუსერიძე ვარ,ვსწავლობ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის VII კლასში.(T:431 22-24-49)ძალიან მიყვარს ცეკვა და წიგნების კითხვა.პირველად ჩავერთე პროექტში"რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ",რამაც ჩემში დიდი ინტერესი გამოიწვია,დამანახა ჩემი შესაძლებლობები,გამიჩნდა კვლევითი მუშაობის სურვილი."ექვთიმე-რა დიდი მამულიშვილი გვყოლია"

მე კონსტანტინე გიორგაძე დავიბადე 18 ივლისს,2000 წელს ქ.ქუთაისში.(T558 02 38 30)ახლა ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის VII  მოსწავლე ვარ.ჩემი ჰობია ცურვა და კოპიუტერთან მუშაობა,რაც ძალიან გამომადგა პროექტზე მუშაობის დროს"რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ".მოვიძიე უამრავი ფოტო და ვიდეო მასალა,დავახარისხე,დავურთე ფოტოები მოძიებულ მასალას და ვიმუშავე ბლოგის შექმნაზე.ნამდვილად ვიგრძენი ექვთიმეს დიდი ეროვნული სულის ბობოქრობა!


მე მარი პატარიძე, ქ .ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ვარ.(T:579-20-75-70)ძალიან მიყვარს მხატვრული ლიტერატურა,ჩემი ჰობია კითხვა.გავეცანი ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ ლიტერატურულ მასალას.ცოტა რამ ადრეც ვიცოდი,მაგრამ ახლა,გაცილებით მეტი გავიგე.საოცარი შინაგანი კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა.მართლაც, რა საოცარი წინაპარი გვყოლია.

თამარ მეგენეიშვილი-ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლა IXკლასი.მე და ჩემი თანაკლასელი მარი ერთად ჩავერთეთ პროექტის"რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ"მუშაობაში.მოვიძიეთ უამრავი მასალა,დავდიოდით საარქივო ბიბლიოთეკებში,ვიყენებდით კომპიუტერულ ტექნოლოგიებს,...დავახარისხეთ,გამოვყავით პრიორიტეტები,როცა გადავიკითხეთ მოგვეცონა ,მგონი კარგი გამოგვივიდა.
ჩემი საკონტაქტო ნომერია(T:597-20-75-70)

მე,ბაბალე სახელაშვილი და ელენე ჟღენტი(ქუთაისის 33- ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერტურის მასწავლებლები)ჩავერთეთ პროექტში"რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ.შევქმენით მოსწავლეთა ჯგუფი,განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები,ამოცანები და მოსალოდნელი შედეგები.პროექტზე მუშაობამ მოსწავლეებს გამოუმუშავა,კვლევა -ძიების,ინფორმაციის მოძიების,შეგროვილი მასალის დახარისხების,პრიორიტეტების გამოყოფისა და პრეზენტაციის უნარი.
საკონტაქტო ნომრები :ბაბალე სახელაშვილი 551 49 65 49
ელენე ჟღენტი:599 67 71 76

ექვთიმე ღვთისკაცი

ექვთიმე თაყაიშვილი 1953 წლის 21თებერვალს გარდაიცვალა. ჯერ ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს, მხოლოდ 40-მდე ადამიანი მიაცილებდა მის ცხედარს, შემდეგ წმინდა ძვალთშესალაგი მთაწმინდაზე მიუჩინეს.
2002 წლის 17 ოქტომბერს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და მას საელად ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა.
2003 წლის მაისში თბილისში წმინდა ექვთიმე სახლ-მუეუმი და სამლოცველო გაიხსნა.
3 იანვარი ექვთიმე თაყაიშვილის ხსენების დღეა.

ექვთიმეს ანდერძი

ექვთიმე თაყაიშვილმა ვრცელი ანდერძი დააწერინა იურისტ  ალ.პოლტარაცკის.
ამ საყურადღებო დოკუმენტის  პირველ მუხლში  მემკვიდრე კი არ მოიხენია, არამედ აღიშნა: ჩვენს აკადემიას ვუანდერძებ  ჩემს ბიბლიოთეკას (ბინაზე არსებულ, წიგნებზეა ლაპრაკი, თორემ პარიზში გამგზავრებამდელი მისი კუთვნილი უზარმაზარი ბიბლიოთეკა  უნივერსიტეტში იყო გადატანილი) და ხელნაწერებსო. მასვე ვუტოვებ ჩემ მიერ შედგენილ ქართულ–ფრანგულ ლექსიკონს (47 რვეული)და აგრეთვე ყველა ჩემი გამოცემის ცალებს(წიგნებსა და სტატიებს), რომლებიც კი სადმე მაქვს.
2. ჩვენს მუზეუმს ვუანდერძებ მთელ ჩემს ნუმიზმატიკურ კოლექციას და ბინოკლს. უკანასკნელ მე გრიგოლ გურულმა მაჩუქა და ყოველ ექსპედიციაში თან ვატარებდი. 3.მეტეხის მუზეუმს (ახლანდელი ხელოვნების მუზეუმი) ვუტოვებ ჩემს საწერ მაგიდას ბრინჯაოს სამელნის კომპლექტით და სურათებსა და პორტრეტებს.
4.ჩემს ნაშვილებ ლიდია პოლტარაცკაიას ვაკუთნებ ავტომანქანას,ჩემი მეუღლის ნივთებს და ჩემი დაკრძალვის  ხარჯების შემდეგ დარჩენილ ფულს.

განძის დაბრუნება საქართველოში

განძის საბოლოოდ საქართველოში დაბრუნება 1944 წლის 23 ნოემბრის,საფრანგეთის პრეზიდენტის შარლ დე გოლის განკარგულებით მოდა (მანამდე ორი ქვეყნის-საჭოთა კავშირისა და საფრანგეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს მოსკოვში,ამ შეხვედრამ გადაწყვიტა ეს საკითხი).ეროვნულ განძს  მცველებად გამოჰყვნენ ყოფილი ტყვეები:ნიკოლოზ მელაძე და თეიმურაზ შავდია.
პარიზიდან 1945 წლის 5 აპრილს გამოფრიდნენ ამერიკული ორი თვითმფრინავით.რომი -ბიზერტა -კაირო -თეირანი -თბილისი.11 აპრილს დაეშვნენ თბილისის აეროდრომზე.
საინტერესოა ერთი დეტალი - პარიზში,გამოფრენის წინ,ყველას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა,რომ ექვთიმე სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებდა...იფიქრეს,იქნებ ნინოს საფლავის მიტოვება ეძნელება,ან ის,რომ ღრმად მოხუცებულს პირველად მოუხდებოდა თვითმფრინავით მგზავრობა?!
ბოლოს ექვთიმე გაუბედავად გამოტყდა:"წარსდგა მშიერი და ვერა ტიტველი" და მაშინღა მიხვდნენ,რომ სამოსელშემოფლეთილ მეცნიერს ეთაკილებოდა საქართველოში ასე გლხაკივით ჩამოსვლა.
აი, როგორაა აღწერილი ქართულ მიწაზე ექვთიმეს ფეხის დადგმა: "მან ზევით აიხედა,ცას შეხედა,მერე დაიღუნა,მარჯვენა ხელით აიღო მიწა და ეამბორა მას".
"82 წლის მოხუცს ამიხდა დიდი ხნის ნატვრა დავუბრუნდი სამშობლოს და დავუბრუნე მას მისი კუთვნილი განძეული"
ე. თაყაიშვილს, 1945 წელს პარიზიდან თბილისში რომ ჩამოფრინდა, დიდ სიხარულთან ერთად, აწუხებდა მეუღლის ნეშტის იქ დარჩენა. ამის გამო მან დაწერა:"82 წლის მოუცს ამიხდა დიდი ხნის ნატვრა, დავუბრუდი სამშობლოს და დავუბრუნე მას მისი კუთვნილი განძეული... მაგრამ გულს მიკლავს ის გარემოება, რომ ჩემი საცოდავი მეუღლე, ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის ერთგული თანამგზავრი, საფრანგეთის მიწაში დამრჩა დამარხული".
ექვთიმე ამას ვერ მოესწრო, მაგრამ ეს აღსრულდა 1987 წლის 22 თებერვალს დღის 2 საათზე ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში ჩატარდა სამოქალაქო პანაშვიდი და ლევილიიდან ჩამოსვენებული ნიოს ნეშტი დაიკრძალა ქმრის საფლავის გვერდით.
ნინოს მამა- ივანე პოლტორაცკი ილიას მეგობარი იყო გიმნაზიიდან. ილიას თვალზე ცრემლი არავის უნახავს; ი.პოლტორაცკის დაკრძალვაზე თურმე ცრემლები "კურცხალ-კურცხალ ჩამოდიოდა"-ო.

ექვთიმე -პოლიტიკური მოღვაწე

ექვთიმე თაყაიშვილი პლიტიკური მოღვაწეც გახლდათ;-1917 წელი-ეროვნულ-დემოკრატიული პარიის ფუძემდებელი.
1919-21წ.წ.-საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული პარლამენტის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე.
ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და მისი ანექსიის შედეგად საქართველოს პირველმა რესპუბლიკურმა მთავრობამ დატოვა საქართველო.თან წაიღო ეროვნული განძი-გაიტანა საბანკო ვალუტა.განძს მცველად გაჰყვა ე.თაყაიშვილი მეუღლითურთ.
თბილისიდან(1921წ-18-19 თებერვალი) ჯერ ქუთაისში და შემდეგ ბათუმში რის ვაი- ვაგლახით ჩატანილი განძი ძლივს 11 მარტს საფრანგეთის კრეისარ"ერნესტ რენანზე" დაბინავდა. მარშრუტი:კონსტანტინეპოლი-მერსინა-ალექსანდრეტა-ბეირუთი-ბიზერტა.10 მარტს მარსელს მიაღწიეს.ჯერ პარიზში ,ხოლო შემდეგ ლევილში(პარიზიდან 26 კმ)ცხოვრობდნენ.
საჭიროა განძის შედგენილობა გავიხსენოთ;თბილსისა და ქუთაისის სახელმწიფო ხაზინების ვალუტა,აქაური მუზეუმების განძეულობა,უმნიშვნელოვანესი ნივთები ბორჯომის დიდმთავრის სახლისა და ხობის მონასტრის განძეულობიდან,სულ 249 დიდ ყუთში მოთავსდა.სია საქართველოშიც იდო.
ხსენებული 249 ყუთიდან 39 ყუთი ეროვნული განძეულობით ჩაბარდა საფრანგეთის ბანკის მარსელის განყოფილებას.დანარჩენი ზურაბ ავალიშვილსა და იოსებ ელიგულაშვილს(ყოფილი ფინანსთა მინისტრი).1921-1924წ.წ"საბანკო ვერცხლეულობა"(ზოდები)გადაუდნიათ და ლევილში ჟიულ ერის მამული და სახლი შეუძენიათ.
ეროვნული განძით სავსე ყუთების ნაწილი ე.თაყაიშვილის ოთახებში  იყო.ეს ყუთები სამშობლოში წამოღებამდე მხოლოდ ერთხელ გახსნილა,როდესაც გერმანელები პარიზში შეჭრილან,ვიღაცის მიერ დასმენილი ე.თაყაიშვილი გაჩხრიკა განძის მაძებარმა სამმა ნაცისტმა."რომელ ოქროულობას ეძებთ ამერიკაში რომ წაიღესო?"-უთქვამს მასპინძელს.მათაც ჰქონიათ განძის შესახებ გაგებული და მოეშვნენ.
ნიუ-იორკისა და ბრიტანეთის მთავრობები საოცარ დაინტერესებას იჩენდნენ ქართული ეროვნული განძის მიმართ.ექვთიმე თავს ევლებოდა და ყველას კატეგორიულ უარს ეუბნებოდა,ვინც კი რაიმე ინტერესს გამოიჩენდა.უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი თაყაიშვილი საკმარისი იყო შელეოდა რამდენიმე ისტორიულ მონეტას და ერთბაშად გახდებოდა დიდი თანხის პატრონი..
   მისი მშვენიერი ნინოც ეზიარებოდ გაფაქიზებულ ცხოვრებას,მაგრამ მას მოწამებრივი გზიდან გადახვევა არ შეუძლია.მას ურჩევნია დილ–დილაობით ისევ აძოვებდეს თავის მარჩენალ ფრანგულ თხას რომლის რძე მისთვის და ნინოსთვის არაერთხელ ყოფილა ერთადერთი საკვები მთელი დღის განმავლობაში"
    განძს შინაური მტერიც აღმოუჩნდა. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ასული–სალომე დადიანი სასამართლოს ძალით თხოულობდა ქართული საუნჯის იმ ნაწილს, რომელიც ერთ დროს მის საგვარეულოს ეკუთვნოდა.
    მოდავემ წააგო სარჩელი, მაგრამ სასამართლომ გამოიტანა დადგენილება:მეანაბრე"მენშევიკების მთავრობა აღარ არსებობს,საქართველოს განძეულობა უპატრონოა"და ეს საუნჯე გადასცეს დოჟონს,რომელსაც აბარია მეფის რუსეთის ქონება საფრანგეთში"საქართველოს განძეულობა ლუვრის საკუთრებად უნდა იქცესო.
    სალომე დადიანი–ობოლენსკაიას დამარცხების მთავარი საბუთი იყო დამფუძმებელი კრების 1920წლის 21 დეკემბრის დეკრეტი თავად ნიკოლოზ მინგრელსკის ქონების პატრონის თანხმობით განძის გასახელმწიფოებრიობის შესახებ,მაგრამ ბანკში განძი შეტანილი იყო ემიგრანტული მთავრობის ყოფილი დესპანის აკაკი ჩხენკელის და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ე.გეგეჭკორის სახელებზე,რაკი მათი უფუნქციობის გამ ჩვენი სიმდიდრე დოჟონს მიაბარეს,თაყაიშვილმა დაიწყო მტკიცება,რომ"რომ განძი ეკუთვნის ქართველ ერს და არა ყოფილ მევშევიკურ მთავრობას"
    1955წლის 10 აპრილს ყოფილმა მთავრობამ რეზოლუცია დაადო ექვთიმეს განცხადებას,რის საფუძველზეც თაყაიშვილს დაავალეს განძის მეურვეობა.
    ზემოთ აღნიშნული განცხადებით,ექვთიმემ გზა გადაუჭრა  ყოფილ მთავრობასა და უცხოელებსაც განძის ბედში ჩარეულიყვნენ.
     გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა, მაგრამ სულით მაინც არ ეცემოდა თალებიც ასტკივდა...1934 წლის თებერვალში 6დღე არ უსადილია,მარტში 13, მხოლოდ ნახევარი ლიტრი რძითა და პურით არსებობდა,როცა სადილს ჭამდა რძეს არ იღებდა.ეს წლითიწლობით ასე გრძელდებოდა!

მოგზაურობა თურქეთის საქართველოში

ექვთიმე თაყაიშვილმა სამჯერ იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ ნაწილში (თურქეთის საქართველოში);
   პირველი ექსპედიცია 1902 წელს მოეწყო,თან ახლდა ხუროთმოძღვარი სიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩაიშვილიუ.მოინახულა არტაანის ოლქის ძეგლები და ოლთისის ოლქის ნაწილი.
   მეორე ექსპედიცია მოეწყო 1907 წელს, დაათვალიერა ოთხთა ეკლესია,პარხვალი.
   მესამე მოგზაურობის დროს კი– კი ხახული,ოშკი(1917წელი).

ექვთიმე თაყაიშვილი ლინგვისტი და რუსთველოლოგი

ექვთიმე თაყაიშვილი ჯერ კიდევ პეტერბურგის უნივერსიტეტში იყო დაინტერესებული ენის საკითხებით.მისი მეგობარი- ნიკო მარიც ხომ ამ განხრით სპეციალიზდებოდა.
ექვთიმე დაინტერესებუი იყო მეგრულ-ჭანური და სვანურით.იგი საფრანგეთში ყოფნის დროსაც დიდ ინტერესს იჩენდა ქართული ენის ისტორიის,ნორმების დადგენისა და სიწმინდის დაცვისათვის.მის არქივში დაცულია ბიბლიოგრაფიული აღვნიშვნები:"ა.შანიძე,ქართული კილოები მთაში".ე"ს.გორგაძე,ახალი სალიტერატურო ენის ისტორიიდან"."მ.ჯავახიშვილი,ახალი სალიტრატურო ენისათვის."
ე.თაყაიშვილი იცნობდა ქართული ენის არა მხოლოდ გურულ კილოს, არამედ ამ ენის სხვა კილოების ლექსიკასაც.
ე.თაყაიშვილს ლინგვისტური მონოგრაფიები არ შეუქმნია,არც ენათმცოდნეობის პრეტენზიები ჰქონდა,მაგრამ მის ისტორიულ-ფილოლოგიურ ნაშრომებში ენათმეცნიერული საკითხებიც პროფესიულადაა განხილული.
რუსთველოლოგი
"სხვა ძეგლთა შორისგანსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი"ვეფხისტყაოსნის"ძველი ხელნაწერების აღმოჩენას..."
ე.თაყაიშვილის უდიდესი უდიდესი დამსახურება რუსთველოლოგიაში დარგის სამკვლევარო ბაზის შექმნაა.საერთო მნიშვნელობით ამას მხოლოდ ვახტანგ VI-ის 1712 წელს "ვეფხისტყაოსნის"გამოცემა სჭარბობს,სხვა ვერაფერი ვერ შეედრება.
ე.თაყაიშვილმა გაარკვია რომ ,ვახტანგის გამოცემა კრიტკულია და არა რომელიმე ხელნაწერის ტექსტის განმეორება.
დიდი გზააბნეულობა სუფებვდა"ვეფხისტყაოსნის"ხელნაწერთა დათარიღების საკითხშიც.ექვთიმემ პირველმა დაადგინა ,რომ პოემის პოემის ჩვენამდე მოღწეული არც ერთი ხელნაწერი არ არის მე-17 საუკუნის პირველ ნახევარზე უფრო ძველი,რომ ყველა ხელნაწერს აქვს ჩანართები და დანართები."
ე.თაყაიშვილი არ იზიარებდა მთელ რიგ მეცნიერთა მოსაზრებებს,(თ.ჟორდანია,ი.აბულაძე)თითქოს "ვეფხისტყაოსნის "სიუჟეტი სპარსულია.შეიძლება ვეფხისტყაოსნის"სიუჟეტი სპარსულია.შეიძლება მსოფლიო პოეზიაში პოემის მსგავსი სიუჟეტი არსებობდა,მაგრამ"არ შემიძლია დავეთანხმო,ვითომც პოემაში გამოყვანილი ტიპები და ხასიათები ქართული არ იყოს;რომ ქართული არ ყოფილიყო ,რომ ვერც ასე სათაყვანებელი გახდებოდა ხალხისთვისო"."პოემაში გამოხატულია ქართველი ერის საშუალო საუკუნეთა იდეალები,და ამიტომაც ეს თხზულებანი ესოდენ შესისხორცებული ჰქონდა ქართულ საზოგადოებას"
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ე.თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ "ვეფხისტყაოსნის "ძველ"ხელნაწერებს.სულ 24 ხელნაწერს მოუყარა თავი,მათ შორის უძველესი იყო  1646 წლის ,რომელიც საზოგადოებამ ვინმე კორინთელისაგან შეიძინა.აღსანისნავია,მეფე გიორგი XI-სათვის მისი მდივნის მიერ გადაწერილი "ვეფხისტყაოსანი".ეს ხელნაწერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით(1680 წლის ხელნაწერი).ექვთიმე ცდილობდა,რასაც აღმოაჩენდა უცვლელად გამოეცა .ქართლში მოგზაურობისას ერთ-ერთ გაპარტახებულ სახლში აღმოაჩინა"ხელმწიფის კარის გარიგება"აღნიშნული ხელნაწერის მიმართაც ასე მოიქცა.
ე.თაყაიშვილის თაოსნობით შეიქმნა ქართული ნუმიზმატიკური კოლექცია.სულ ,მთლიანი ეს კოლექცია შეიცავდა 3883 ცალ ფულის ერთეულს;თეთრი (ვერცხლის) იყო 1081, შავი(სპილენძისა)-2794,ბრინჯაოსი-4.კოლექცია იწყებოდა კოლხური ფულით და მთავრდებოდა რუსულ-ქართული ფულით, რომელთა მოჭრა შეწყდა 1833 წელს.

მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე

1887-1894წწ.ექვთიმე თაყაიშვილი ასწავლიდა თბილისის სათავაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში(ბერძნულ-ლათინურ ენებს,ისტორიას,გეოგრაფიას)
1894-1904წ.წ ზელმძღვანელობდა თბილისის ქართულ სათავაზნაურო გიმნაზიას,რომელიც წარმოადგენდა ქართული ეროვნული განათლების უმთავრეს კერას.
ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწეოდა.იგი გახლდათ ისტორიკოსი,არქეოლოგი,ქართული მწერლობის ისტორიის მვლევარი,დიდი ქართველი მეცნიერი და მამულიშვილი.პროფესორი მიხეილ წერეთელი ასე ახასითებდა ექვთიმე თაყაიშვილს:"ექვთიმე სპეციალობით არც არქელოგი იყო,არც ხელოვნებათა მეცნიერი,არც ისტორიკოსი,არც ქართული ფილოსოფიის სწავლული,მაგრამ იგი ამავე დროს ერთიც იყო და მეორეც,მესამე და მეოთხეც.სიდიადე მისის სულისა სწორედ აქ არის.მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს მეცნიერებანი თვით შეისწავლა.იგი იყო"მოხალისე-მოყვარული",მაგრამ ნამდევილი ბატონი საქართველოს კვლევისა"...
საქარტველოს სამეცნიერო-კულტურუ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1907წ. ე.თაყაიშვილის თაოსნობით დაარსებულმა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ,რომლის მიზანი საქართველოს ისტორიის,მისი ხალხის ყოფა-ცხოვრების,ხელოვნების ძეგლების შესწავლა იყო."უებრო ადამიანი,პირველხარისხოვანი საზოგადო მოღვაწე,ბუმბერაზი მეცნიერი,"-უწოდა ივანე ჯავახიშვილმა ექვთიმე თაყაიშვილს.
ექვთიმე თაყაისვილის  მოღვაწეობას მაღალი შეფასება მისცა რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ.იგი დააჯილდოვეს "დიდი ოქროს მედლით.''
1918წ.26 იანვარს დაარსდა თბილისის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიანიჭა.
ე.თაყაიშვილლი სხვებთან ერთად და დამოუკიდებლადაც არის დამაარსებელი რამდენიმე მუზეუმის,ბიბლიოთეკისა და საზოგადოებისა.
ექვთიმემ იცოდა,რომ ბევრი სამუზეუმო ნივთი იყო შემორჩენილი ოჯახებში,ამიტომ გადაწყვიტა მათი შეკრება და დაცვა.ოჯახებიდან უძველეს ხელნაწერთა შეგროვების გარდა,მათი შესყიდვაც დაიწყო.იგი ადგენდა ხელნაწერთა კატალოგებს.მას განზრახული ჰქონდა საქართველოს მუზეუმისა და ბიბლიოთეკისათვის შენობის აგება,მაგრამ გადაულახავ სიძნელეებს წააწყდა და ეს საქმე გადაიდო.

ექვთიმე თაყაიშვილის ოჯახური წრე

ექვთიმე თაყაიშვილმა 1895 წელს შეირთო თბილისელი იურისტის ივანე პოლიტრაცკის ასული ნინო.ნინოსა და ექვთიმეს ჯვარი ოლღა გურამიშვილმა და ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილმა შეუცვალეს.ილია ჭავჭავაძე მაშინ პარიზში ბრძანებულა და იქიდან გამოუგზავნია მისალოცი ძვირფასი საჩუქარი.
პარიძში შევსებულ ანკეტაში ნინო წერს:"ეროვნებით ქართველი ვარო".
ნინო პოლტორაცკაია მძიმე ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა ს.ლევილში 1931 წლის 8 ივლისს.
"დედ-მამის ხელში ქ-ნმა ნინომ მიიღო ნამდვილი ქართველი ქალის აღზრდა მაღალი სათნოებისა და სიყვარულის.ჯერ სწავლობდა თბილისში,მერე– პარიზში,სადაც მუსიკასაც სწავლობდა და ოქროს მედლით დაჯილდოვებული ,საქართველოში დაბრუნების შემდეგ  ჩინებულ პედაგოგად ითვლებოდა"...იყო "ქმრის  ერთგული თანაშემწე მუშაობაში"...
ნინოს დიდძალი მზითევი მოჰყოლია.მათ შორის მამული ლამისყანაში.
მეუღლის გარდაცვალება ლახვარი იყო ექვთიმესათვის,მაგრამ გამაგრდა და მეუღლის დაბადების და გარდაცვალების თარიღებს  უსახსრობის პირობებშიც კი აღნიშნავდა.,

Wednesday, February 13, 2013

ექვთიმე თაყაიშვილის ბავშვობა და განათლება

ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი დაიბადა 1863 წლის 3 იანვარს ოზურგეთის მაზრის სოფელ ლიხაურში.ოჯახს ვაჟის დაბადება ჩვეულებრივი წესით არ უზეიმია,-თოფი არ გაუსვრიათ,რადგან ბავშვის ავადმყოფი მამა სულს ღაფავდა და იმავე დღეებში გარდაიცვალა.
აზნაური სიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი საზღვრის მცველი ყოფილა მაშინდელ გურია ოსმალეთის საზღვარზე.სამსახურეობრივი მოვალეობის კარგად შესრულების გამო,მას მთავრობის ჯილდოები დაუმსახურებია და სოფელშიც"ჭკიანი,დინჯი,სამართლიანი და ნასწავლი კაცის სახელი ჰქონია მოხვეჭილი."
ექვთიმეს დედა ნინო ნაკაშიძე ლიხაურის მახლობელ სოფელ მაკვანეთიდან ყოფილა.
სულ პატარას მამა გარდაეცვალა,ხუთი წლისას– დედაც."დედის გვერდიდან ავუყვანივარ ბებიას,დედა გარდაცვლილიყო და მე ისიც კი არ ვიცოდი რას ნიშნავადა სიკვდილი,უფრო ის დამამახსოვრდა,რომ ტიროდნენ და ამბობდნენ:რა ეშველება ობლებსო!...
ობლებს ბებია და ახლობლები უვლიდნენ,მაგრამ მან მაინც გამოუსწორელი მარცხი იწვნია;სამი წლისა ხიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა.კარგი ექიმი ვერ გამოუძებნეს და სამუდამოდ დაკოჭლდა,როცა ბავშვებს გააჯავრებდა "კოჭლაბუხას "ეძახდნენ.
ფეხის ადრევე დაზიანების გამო ექვთიმე მთელი ცხოვრების მანძიზე ხელჯოხზე დაყრდნობილი დადიოდა.
7წლის ექვთიმე თაყაიშვილი ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანეს,"მამიდა მაკამ,-იგონებს თვითონ ექვთიმე,-შემიკერა ახალუხი და მაუდის ჩოხა,მიყიდეს წუღები
(მანამდის ფეხშიშველი დავდიოდი)...ეს იყო ბავშვობაში პირველი და უკანასკნელი ხეირიანი ჩაცმა ჩემი:შემდეგ ზამთარ საფხულს "პარუსინის ბლუზის" გარდა არა მცმია რა."სახემძღვანელო წიგნიც არასოდეს არავის უყიდია მისთვის.იგი ამხანაგებს ეხმარებოდა გაკვეთილების მომზადებაში თავადაც სარგებლობდა მათი წიგნებით.
ამ სასწავლებელში დაუახლოვდა ექვთიმე ნიკო მარს.ეს ნაცნობობა შემდეგ მეგობრობაში გადაიზარდა.
1874 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ფოთის სამაზრო სასაწავლებელში ჩაირიცხა,ხოლო შემდეგ სწავლა გააგრძელა ჯერ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ,შემდეგ1883 წელს-პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია- ფილოლოგიის ფაკულტეტზე ბერძნულ ლათინურ ენათა განხრით.
ლიხაურელი ახალგაზრდა ექვთიმესათვის,რომელიც საქართველოს გარეთ არცერთ ქალაქში ნამყოფი არ იყო,რუსეთის იმპერიის სატახტო ქალაქში ცხოვრება ძალიან ბევრს ნიშნავდა."მე იმთავითვე მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა,რადგან პეტერბურგი უფრო ევროპული ქალაქი იყო,ვიდრე მაგალითად, მოსკოვი"
1887 წელს დაასრულა პეტერბურგის უნივერსიტეტის სრული კურსი"ნამდვილი სტუდენტის"ხარისხით."კანდიდატის ხარისხი რომ მოეცათ ყველა საგანში ხუთიანი უნდა მიგვეღო

Tuesday, February 12, 2013

მეცნიერული მუშაობისთვის მარტო ნიჭი და განათლება არ კმარა;რაღაც სხვაცაა საჭირო:ნებისყოფა,შეუპოვრობა,ენერგია და სხვა.....ე.თაყაიშვილი

პროექტის სახელი:"რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ"
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები ცდილობენ მოიპოვონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ;მოიძიებენ ბიოგრაფიულ ცნობებს,ეცნობიან ინფორმაციას ექვთიმეს ოჯახის შესახებ,მათი მიზანია გაიცნონ ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი ყველა სფეროში:მეცნიერებაში,პოლიტიკაში.ეცნობიან მის მიერ აღმოჩენილ უძველეს ხელნაწერებს,აგროვებენ ფოტოებს ექვთიმეს მოგზაურობის შესახებ თურქეთსა და საქართველოში  და აკეთებენ პრეზენტაციას.
მოსწავლეთა ასაკი:11–15 წელი
ადები:1 თვე
პროექტის აქტივობები:მასალების მოძიება ბიბლიოთეკაში,მუზეუმებსა და არქივებში,ინტერნეტში.აკეთებენ ნაპოვნი მასალების გამოფენას.
მოსალოდნელი შედეგები:ფოტოალბომი,ვიდეო მასალა,პრეზენტაცია .ბლოგი
სარგებელი სხვებისთვის:შევქმნათ სრულოფილი ელექტრონული ვერსია პიროვნებისა და საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ,რაც დიდ წვლილს შეიტანს მოსწავლეთა განვითარებაში.
სამუშაო ენა:ქართული ენა
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული –სხვადასხვა საშუალებები :ბიბლიოთეკა,მუზეუმი,ინტერნეტიტ სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება,მსჯელობის უნარის განვითარება,დისკუსიაში მონაწილეობა.
ისტორია:ეპoქისა და იმ საზოგადო მოღვაწეთა გაცნობა,რომლებიც მოღვაწეობდნენ იმ პერიოდში .
ისტ–საინფორმაციო ტექნოლოგიები:ინფორმაციის მოპოვება ,დამუშავება,დახარისხება,პრზენტაციის გაკეთება.
პროექტის ფასილიტატორები:ელენა ჟღენტი,ბაბალე სახელაშვილი(ისტ-ხათუნა ჯინჭარაძე)
ელ-ფოსტა:evtime.tayaishvili@gmail.com
ბლოგი:tayaishvili-33blogspot.com